ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში მამაკაცებში რეპროდუქციულ ცვლაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში კარგავს სპერმატოზოიდები თავის ფუნქციას ვაქცინაციის დროს:
„ქალბატონებს რაც შეეხება, რეპროდუქციულ ცვლაზე არავითარი გავლენა არ დასტურდება, არცერთი ვაქცინის და ეს დადასტურებულია კლინიკური კვლევების დროს.
რაც შეხება მამაკაცების შემთხვევას – ნებისმიერი ვირუსული დაავადების დროს, თუ ის ცხელებით მიმდინარეობს, გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც კი, სპერმატოზოიდების ფუნქცია 2- 3 კვირის განმავლობაში ქვეითდება.
შესაბამისად, მამაკაცის განაყოფიერების უნარი ცოტა მოიკოჭლებს და არ არის ისეთი, როგორიც იყო ავადობამდე.
თუ აცრის დროს მათ ტემპერატურული რეაქცია დაუფიქსირდა, შეიძლება ტრანზიტორული, წარმავალი ორკვირიანი დაქვეითება იყოს სპერმატოზოიდების ფუნქციის.
ეს ყველაფერი შეუქცევადი არ არის. რაც მთავარია, ეს დროებითია, ტრანზიტორული, წარმავალი და ყველაფერი საწყის ოპოზიციას უბრუნდება, როგორც კი დრო და პერიოდი გაივლის“
წყარო – დაიჯესტი
კომენტარები