ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია TV პირველის ეთერში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას განცხადებას ეხმაურება.
მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია არის ხრიკი.
“მე გისვამთ კითხვას, ნელ-ნელა ჩნდება, რონ ამ პანდემიის მიღმა, როგორც მე მეუბნებიან და გუშინაც ვუყურე რაღაცა გადაცემებს, გადმომიგზავნეს Whatsapp-ზე და ბლეფი არისო საერთოდ. დავუშვათ და ბლეფი აღმოჩნდა ეს პანდემია, სად მიდიხართ მაშინ? სწორი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი? თუ ეს პანდემია არის ხრიკი, მართალი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი?
როცა დადგინდება და მსოფლიო იტყვის, რომ ეს ბლეფი არის თუ… და თუ ბლეფია, არის თუ არა ის მღვდელმთავარი სწორი? იტალიაში ადრე მაგაზე ბევრია გარდაცვლილი, ყველას აწერენ პანდემიას”
მეუფე საბას განცხადების ამსახველი ვიდეო:
კომენტარები