“ენმ”-ის პოლიტ. საბჭოს წევრი, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ქვეყანაში შეზღუდვები შერჩევით მოქმედებს:
სად წავიდა, ვის ჯიბეში? ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც 15 აპრილს გამოაცხადა გახარიამ, რომ ვისესხეთ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშიორისო ორგანიზაციებიდან, რა გაკეთდა იმისთვის, რომ სკოლებში ყოფილიყო პირობები სწავლის დაწყებისთვის და ჩვენ ბავშვებს ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს განათლების მიღების. თუ ჩინოვნიკების მეუღლეები იხდიან დაბადების დღეებს რატო ხურავთ ბარებს და ანადგურებთ მცირებ ბიზნესს?
ქართველებს სვამთ ორკვირიან კარანტინში და რუსეთიდან თქვენივე სტატისტიკით შემოუშვით 56 ათასი რუსეთის მოქალაქე კარანტინის გარეშეა, რატომ არ შეიძლება 50 კაციანი ქორწილის გადახდა, როდესაც მოპარული ხეების სანახავად ატარებთ ავტობუსებით ხალხს, აყენებთ უზარმაზარ რიგებში, თქვენივე დაწესებული ყველა ნორმის დარღვევით. ეს არის კითხვები რომელსაც სვავს ქართველი ხალხი და რომელზე პასუხებს სამწუხაროდ ვერ იღებს აი ამ მთავრობისგან”
კომენტარები