“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია პრობლემას ვერ ხედავს, თუ ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს და ტენდერში ჩინური კომპანია გაიმარჯვებს.
“ვერ გეტყვით რა როგორ მიხდა, რომ შეფერხდა ანაკლიის მშენებლობა, მე დიდ მიღწევად მიმაჩნია ხელისუფლების გადაწყვეტილებები. სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ საკონტროლო პაკეტი ჰქონდეს ხელში, ღმერთმა ქნას რომ ასეთი მიდგომა იყოს სულ. მადლობა ამისთვის მმართველ გუნდს.
ანაკლიის პორტის პროექტში მნიშვნელოვანი არის, რომ წლების განმავლობაში მაქსიმალური და სტაბილური მოგების მიღება მოხდეს. ამის განსახორციელებლად უკვე პროექტშივე უნდა იყოს ჩადებული საექსპლუატაციო ხარჯების მინიმიზირება.
რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, თუ გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. წლების განმავლობაში ჩინური ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში აკრძალული იყო და თუ ეს მოხდება და გაიმარჯვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,”- განაცხადა ინჯიამ.
კომენტარები