მედიცინის დოქტორი, გიორგი კავკასიძე:
“ამ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებიდან 2.5 თვე გავიდა. დღემდე უცნობია სიკვდილის მიზეზი.
თუ ჩვენს ექსპერტებს არ შეუძლიათ სიკვდილის მიზეზის დადგენა, რატომ არ უხმობენ უცხოელ სპეციალისტებს?
სიკვდილის მიზეზის დადგენა არა მხოლოდ იურიდიული აუცილებლობაა, ძალიან დიდი სასწავლო-სამედიცინო მნიშვნელობაც აქვს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.”
შეგახსენებთ, 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე, ვაქცინაციის შემდგომი გართულებების შემდეგ გარდაიცვალა და დღემდე უცნობია, იყო ეს ანაფილაქსიური შოკი, თუ არა. თუ ანაფილაქსიური შოკი იყო, რამდენად დროული იყო ექიმების რეაგირება და რატომ ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა.
კომენტარები