იურისტი მარიკა არევაძე:
,,რადგან ძალიან გააქტიურდა გამოკითხვებზე დაბარებები, ამ ინფორმაციას გაგიზიარებთ:
თუ დაგირეკეს და გამოკითხვაზე გიბარებენ, როგორც მოწმეს:
– შეგიძლიათ უარი თქვათ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი გამოკითხვა მოხდება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში;
– აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან;
– გამოკითხვაზე წადით ადვოკატთან ერთად.
როცა თქვენი გამოკითხვა სურთ, როგორც მოწმის – არ აქვთ უფლება ქუჩაში გაგაჩერონ ან სახლში მოგაკითხონ და წაგიყვანონ იძულებით.
უფასო იურიდიულ კონსულტაცია/მომსახურებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. მათი ცხელი ხაზის ნომერია – 577 070 563 .”
კომენტარები