ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
-ბატონო გიორგი, „ნაციონლებში“ ერთმანეთს კომპრომატებით ებრძვიან, ძვირადღირებული საჩუქრების გამომზეურება, ფარული ჩანაწერების გავრცელება… რას იტყვით ამაზე?
– ანდაზაა ასეთი, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. როგორც ჩანს, ძველ ჩვევებზე უარს ვერ ამბობენ, ისევ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით ცდილობენ ერთმანეთის დისკრედიტირებას. რასაც ადრე სხვებს უკეთებდნენ, ახლა ერთმანეთზე გადავიდნენ. პოლიტიკური გზის გასაკვალად, კვლავ ამ უზნეო ხერხს მიმართავენ. რელურად, ეს ფაქტები, რაც ამ პარტიაში მიდის, მისი განადგურების პროცესია. თავად ანადგურებენ პარტიას და ასეთ დროს, არ უნდა ჩაერიო მათ საქმეში. თავიანთი ლიდერი, სააკაშვილი გაწირეს და ფეხებზე დაიკიდეს. მანამდე ხალხი მოატყუეს, დადებული პირობა არ შეასრულეს, რომ ბოიკოტის ერთგულნი დარჩებოდნენ და პარლამენტში არ შევიდოდნენ. მერე ადგნენ, შევიდნენ პარლამენტში და დემოკრატიული არჩევნების საფარველი შუქმნეს ხელისუფლებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, ეს დაპირისპირება დასრულდება „ნაცმოძრაობის“ დაშლით.
– ბოლო დროს ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი წამოსწიეს წინა პლანზე. არადა, „ნაცმოძრაობის“ დროს რაც დანაშული ხდებოდა, სხვებთან ერათად, დიდწილად ამ ორ პიროვნებას უკავშირდება – ხალხისთვის უძრავ-მოძრავი ქონებისა და ბიზნესების წართმევა, ამ და სხვა მიზნებისთვის ადამიანების წამება, უდანაშაული ხალხის დახოცვა ციხეებში, ქუჩაში… ამის გამო გადაირჩია ხალხმა „ნაცმოძრაობა“ და მანამდე კიდევ რეჟიმს წლები ებრძოდნენ. ისე გათავხედნენ, 10 წელია გასული „ნაცმოძრობის“ ხელისუფლებიდან წასვლიდან და ისევ ნასამართლევი მერაბიშვილი და ძებნილი კეზერაშვილი გამოიყვანეს პოლიტიკურ ავანსცენაზე. ამას რა ჰქვია?
– კი, „ნაციონალებს“ ბევრი დანაშული აქვთ ჩადენილი. რაც ჩამოთვალეთ, იმის გარდა სასამართლო და მთელი მართლმსაჯულების სისტემა მიიტაცეს, პოლიტიკური პოლიცია შექმნეს, არჩევნებს აყალბებდნენ, ადამიანის უფლებებს სისტემატიურად არღვევდნენ. მათ ჩამოაყალიბეს მმართველობის ისეთი ფორმა და ისე ახლოს ჰყავდათ ბიძინა ივანიშვილი, გზა გაუკაფეს ოლიგარქის მოყვანას ამ ქვეყანაში. ეს არის მათი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება მერაბიშვილს და კეზერაშვილს, ეს „ნაცმოძრობის“ შიდა პარტიული საქმეა. ჩართავენ ამ ხალხს ღია პოლიტიკაში და ბევრს წააგებენ. „ნაცმოძრაობას“ არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ გააჩნია, ვიმეორებ, მალე დაიშლებიან. ყოფნა-არ ყოფნის საკითხი უდგას ქვეყანას, ჩვენს სახელწიოფოებრიობას. მაგის გარდა უამრავი სოციალური და სხვა სახის პრობლებაა და არა მგონია, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის პოლიტიკურად გაააქტურების საკითხი ხალხს აინტერესებდეს. რაც უფრო მეტ ჩანაწერებს გამოუქვეყნებენ ერთმანეთს, რაც უფრო მეტ ძველ და დისკრედიტირებულ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს გააცოცხლებენ, მით უარესი მათთვის.
– „ხალხის ძალა“, რომელიც „ქარუთული ოცნების“ მესიჯებს ახმოვანებს, იმასაც აცხადებს, რომ სააკაშვილის მოკვლა ევროპას და ამერიკას უნდათ, მათ ინტერესებში შედის. ამაზე რას იტყვით?
– აქ შეგვიძლია ორი ვერსია განვიხილოთ. ერთი, რომ სააკაშვილის შესაძლო გარდაცვლების შემთხვევაში, წინასწარ იზღვევენ თავს, რომ ეს სხვას გადააბრალონ, ამერიკას და ევროპას დასდონ მის მკლელობაში ბრალი. აქედან გამომდინარე, თვითონ უნდათ პილატესავით ხელები დაიბანონ. მოკლედ, ღმერთმა დაიფაროს და თუ დაიღუპა სააკაშვილი, მისი გარდაცვალების მიზეზი, ვერსია უკვე გამზადებული აქვთ. მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ამით მისი გათავისუფლების საფუძველს ამზადებენ. გაუშვებენ სამკურნალოდ უცხოეთში, გადაუვადებენ სასჯელის მოხდას და შესაძლოა, პრეზიდენტსაც შეაწყალებინონ. მერე იტყვიან, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან ევროპა და ამერიკა პროვოკაციას ამზადებდნენ და სააკაშვილის მოკვლას აპირებდნენ. ამით გააჩუმებენ იმ ხალხს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს, ვინც მოითხოვს, სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე მოიხადოს და არც სამკურნალოდ გაუშვან უცხოეთში. ორივე შემთხვევაში, ეს არის კრემლში დაწერილი ნარატივი. მთელი მსოფლიო ვლადიმერ პუტინზეა აღრენილი, პუტინს ადანაშაულებენ ბავშვების მკლელობაში, არაკონვენციური ომის წარმოებაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში. ახლახან დნიპროში საცხოვებელი კორპუსი დაბობეს და უამრავი ადამიანი დაიღუპა და დასახიჩრდა. აქვე გავიხსენოთ ლიტვინენკოს, მამა- შვილ სკრიპალების მკლელობები, პუტინის შეკვეთილი მრავალი სხვა დანაშაული არსებობს, ყველას რა გაიხსენებს. ახლა სარკისებრად შემოატრიალეს ეს. ყველამ კარგად იცის, სააკაშვილის სიკვდილი ვინმეს თუ გაახარებს, ეს პუტინი იქნება და სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, რომ ის რუსული სპეცსამსახურების მოწამლულია. ამ ფონზე, ეს ვირეშმაკები, ეს „ხალხის ძალა“ ევროპისკენ და ამერიკისკენ იშვერს ხელს, უსინდისოდ აცხადებენ, მათ შეუძლიათ, მათთვის არასასურველი პირი მოიშორონ თავიდან საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვისო. აი, ასეთი მზაკვრული პიარი ააგორეს და ადამიანის სიცოცხლით თამაშობენ. ეს ძალიან საშიში განცხადება იყო და ამის გამო ისინი პასუხს აგებენ.
– „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები იმასაც ამტკიცებდნენ, სააკაშვილი სიმულანტია, არც მოწამლულია და არ რაიმე სერიოზული დაავადება სჭირსო. ახლა ამბობენ, კვდება და თუ მოკვდა, ევროპის და ამერიკის ბრალი იქნებაო. მთლად გონიერი და ლოგიკურად მოაზროვნე ხალხი არ უნდა იყოს, ვინც „ხალხის ძალას“ ამ ტექსტებს უწერს, მთავარ მესიჯებს უმზადებს გასახმოვანებლად, ასეა?
– ახლა, მათ თანამიმდევრობაზე, პატიოსნებასა და ღირსებაზე რა უნდა ველაპარაკოთ, ესენი უცხოა მათთვის. ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. აქ მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია ჟღერდება და ამას შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს როგორი ტალღის ეფექტით „გადაასხამენ“. ბევრს აღარ ახსოვს, მაგათ ადრე რა იბჟუტურეს. თქვენ გამოცდილი და პოლიტიკურ პროცესებში ჩახედული ჟურნალისტი ბრძანდებით და გახსოვთ, ადრე რაც ილაპრაკეს. ხალხს არ ახსოვს, ბევრს დავიწყებული აქვს ადრე რაც ილაპარაკეს. ახლა მიდის ხალხის ზომბირება, რომ ისრები დასავლეთთისკენ გადაიტანონ, ყველა საფრთხე, რაც შესაძლოა სააკაშვილს მოელის, დასავლეთს გადააბრალონ. როგორც გითხრით. მათზე ზრუნავს რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო განყოფილება და ასეთ მზაკვრულ და მზამზარეულ მესიჯებს უმზადებენ, ისინი კი მხოლოდ გამხმოვანებლები არიან.
– „მაგნიტსკის“ სიის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა განაცხადა, რომ ამ სიაში შეიყვანს იმ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, რომლებიც მისი თქმით, სააკაშვილის წამებსა და არადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა. შესაბამისად, მათ დასანქცირებენ. რამდენად რეალურია, რომ ეს განხორციელდეს, თან დღე-დღეზე, როგორც ეს დააანონსეს?
– მე ვფიქრობ, საქართველოს მიმართ დასავლეთმა უნდა შეიმუშაოს ოლიგარქის, ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონკრეტული სტრატეგია. კი, მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლე, მაგრამ ის არ უნდა დადიოდეს ერთი პიროვნების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებამდე. ბილ ბრაუდერის ინიციატივის საწინააღმეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დასავლეთში გლობალურად უნდა მოხდეს სტრატეგიის შემუშავება. დღეს ქვეყანაში პუტინისტური ოლიგარქიული რეჟიმია დამყარებული და სხვათაშორის, დასავლეთის ხელშეწყობითაც. ბიძინა ივნიშვილის, „ქართული ოცნების“ ბევრ დანაშაულს დაუხუჭეს ადრე თვალი, ბევრზე კი გვიან მოახდინეს რეაგირება. კაცმა მიიტაცა სახელწიფო, მოსპო ქვეყანაში დემოკრატიის ნიშნები, რუსეთ-უკრაინის ომში ირიბად არის ჩაბმული რუსეთის მხარეს, სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება რუსეთს. საქართველოს გავლით რუსეთში გადის ტვირთები, მათ შორის, ნახევარგამტარები, რომელთაც სამხედრო წარმოებაში იყენებენ. უნდა დასრულდეს ის პროცესი, რაც დასავლეთმა დაიწყო. უნდა დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები, რომლებიც ათას უბედურებას აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში, რომელთა ქმედებებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ხალხის ნების წინააღმდეგ. დღეს საქართველო არის კვაზი-სახელმწიფო, უპერსპექტივო ქვეყანა, რომელიც რეალურად, რუსეთის სამხრეთის პროვინციაა. ეს ტერიტორია მიბარებული აქვს რუს ოლიგარქ ივანიშვილს. აქ ტარდება ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც კრემლში იგეგმება. ამ მოტივებით უნდა მოხდეს პოლიტიკური განაჩენის გამოტანა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიმართ, რაც იგვიანებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაჭირდება ამ რეჟიმის მოშორება. საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, ქმნიან შესაბამის საზოგადოებრივ აზრს. ხალხში ძლიერდება ანტიდასავლური განწყობა. დღეს სჭირდება დასავლეთის გვერდში დგომა თავისუფლებისთვის მერძოლ ქართველ ხალხს, ტირანიასთან, დიქტატურასთან და ოკუოპანტ ქვეყანასთან მოთანმშრომლე კოლაბორაციონისტული რეჟიმის წინააღდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა. ვიმეორებ, მერე გვიაინ იქნება. ქვეყნიდან უამრავი ადამიანი მიდის, იცლება ქვეყანა. მიდიან პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ რეჟიმს, რომელთაც ებრძვის, დევნის რეჟიმი. ხვალ და ზეგ კი, შეიძლება მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ ამ ქვეყნაში დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე საზოგადოება აღარც იყოს. იქნებიან ერთეული ადამიანები, რომლებიც ვერაფერს შესცვლიან.
კომენტარები