რაჭაში მეწყერში მოყოლილი ადამიანები ადგილზე მაშველებს ელოდებიან. როგორც ადგილობრივები “მთავარ არხს” უყვებიან, მეწყერში ბავშვებიც არიან მოყოლილი.
“მეწყერი ჩამოწვა, ველოდებით სამაშველოს და წუთი-წუთზე თუ არ მოვლენ ჩაგვიტანს ყველას, უამრავი ბავშვი და მოხუცია. შემოსაზღვრული ვართ, არანაირი გასავალი არაა. არის ორმეტრიანი ტალახი, რომელშიც ყველანი ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი. სასტუმრო სანსეტ შოვი, სხვაგან რა ხდება არ ვიცი”.
კომენტარები