მწერალი, ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:
“ღარიბაშვილო, კალაძე, კობახიძე, თალაკვაძე, ძმანო მისნო და მათთვის გუნდრუკის მკმეველნო… ბევრი არაფერი, მაგრამ ერთ მარტივ კითხვას დავსვამ და იქნებ ინებოთ და კომპეტენტური თუ არა, გონიერებასთან რაიმენაირად მიახლოებული პასუხი მაინც გამცეთ:
ესე იგი .. თუ ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში პირველ (!) ადგილზე ვართ და მე უბედური ოდენ ჩემი სიბრმავითა და კიდევ უმადურობით ვერ ვხედავ ამას, – ისევ ძველებურად და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით რატომ გარბიან ეს ამ ბედნიერი და უზრუნველყოფილი ქვეყნის მოქალაქეები მეორე, მეათე, მეასე და ას მეოთხმოცე ადგილოსან ქვეყნებში ამავე ქვეყნების მოქალაქეების ხელის მოჯამაგირეებად, ტრაკის მხოცავებად, ჩაის მკრეფავებად, მეძევებად და ა.შ და ა.შ?…
და თანაც ისე გარბიან, რომ დაბრუნება კი არა და, – უკან მოხედვაც კი არ უნდათ?”
კომენტარები