ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოთარ ფარცხალაძეზე ეხმაურება და წერს:
“ქვეყანა დგას უდიდესი რისკის წინაშე. თუ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები დაარღვევენ საერთაშორისო სანქცირების ნორმებს, რომლის ერთ-ერთი მდგენელი და ინსტრუმენტი არის SWIFT, დიდი ალბათობით შემდეგი რეგულაციები სწორედ კომერციულ ბანკებს შეეხებათ.
მარტივად რომ ავხსნათ საქართველოს მოქალაქეები დაემშვიდობებიან VISA – ს და MASTERCARD – ს. ასევე საბანკო ტრასნეფერებს, მობაილ ბანკინგს და ა.შ
საქართველოში სისტემური საბანკო პლატფორმების ანომალია გამოიწვევს ეკონომიკის სრულ, ხაზს ვუსვამ სრულ ჩამოშლას. (ქართული ეკონომიკის და ბიზნესის 90% ზე მეტი საბანკო რესურსზეა მიბმული).”
კომენტარები