მამუკა მდინარაძე უერთდება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” სამი მაჟორიტარობის კანდიდატიდან – ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ქადაგიშვილი – რომელიმე ვერ მოიგებს არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა.
“ფეიკ გვერდები მუშაობენ, ნაცების ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის თითქოს ნიკა მელია პირველივე ტურში 61%-ით იგებს გლდანში არჩევნებს. ეს დასაცინი ამბავია, ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი აღარ არსებობს. ამაზე, მე მგონი, კობახიძემ გაგცათ კარგი პასუხი და შეთავაზებაც ძალაშია. დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი [კობახიძეს] და ვუერთდები ირაკლი კობახიძის ამ დათქმას. ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე”
მდინარაძემდე ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ თუ კობიაშვილი, სუბარი ან ქადაგიშვილი თავიანთ ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, ის პოლიტიკიდან წავიდოდა.
კომენტარები