რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გამოსვლისას შსს-ს მიმართა:
“მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად, ასე ვთქვათ, იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას ჩვენი მოძრაობის მისამართით აქვს, თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება მთელი მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა და ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ მე დარწმუნებული ვარ, ამაზე ადეკვატური რეაგირება ექნება მთელს საზოგადოებას.
ეს შეარყევს ხელისუფლებას და პასუხისმგებლობის ნაწილში ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი”
კომენტარები