ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
თურქეთი და სომხეთი აპირებენ, აღადგინონ საჰაერო მიმოსვლა და მოხსნან შეზღუდვები ტვირთების გადაზიდვებზე.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თურქების მხრიდან სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარება აღარაა სომხეთის პრიორიტეტებში.აზერბაიჯანი და სომხეთი ალბათ მალე მოაწერენ ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელზე მუშაობაც 5 წელია მიდის.ქურთების ციხეში მყოფმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მოუწოდა ქურთებს, დაყარონ იარაღი და იბრძოლონ მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით.სირიაში მემორანდუმი გაფორმდა მის ახალ მმართველ, პროთურქ ალ ჯაარასა და იქაური ქურთების საველე ლიდერს შორის, რომ ქურთული დანაყოფების სირიის ძალოვან სტრუქტურებში ინტეგრაცია მოხდება, ხოლო ის უცხოელები, ვინც ქურთების არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ, ქვეყანას დატოვებენ.სომხეთმა დაიწყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის თურქეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი და თუ ევროპას მშვიდობა სურს, თურქული არმია მისი უსაფრთხოების გარანტი იქნება.თურქეთი მიწვეულია ევროკავშირის ლიდერების სამიტზე.ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაცია და უსაფრთხოების ახალ წესრიგში ჩართვა მნიშვნელოვანია.ევროკავშირი იწყებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გადაიარაღებასა და თავდაცვის ხარჯების მკვეთრ ზრდას.ევროკავშირი აპირებს, შეამციროს ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულება. გაჩნდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიამ შეიძლება უარი თქვას F35-ებზე და სანაცვლოდ ფრანგულ რაფაელებზე დადოს კონტრაქტი. იგივეზე ფიქრობენ სხვა ევროპული ქვეყნებიც.მოკლედ, სამყარო ჩვენს თვალწინ ყირავდება.ისეთი კავშირები შეიძლება ვნახოთ, რაც 3 თვის წინაც კი წარმოუდგენელი ჩანდა.მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შექმნილი, 80 წლიანი უსაფრთხოების წესრიგი ჩამოინგრა და ახალი იქმნება.ახლა გვაქვს შანსი, ბოლო-ბოლო დავაღწიოთ თავი საბჭოთა ჭაობს, ახალი უსაფრთხოების წესრიგში ვიპოვნოთ ჩვენი ადგილი და ამ დროს ჩვენ… ტიმორ ლესტესთან და კამერუნთან ვავითარებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს…
ჭაობშიც კი უფრო საინტერესო სიტუაციაა, ვიდრე ჩვენთან.იქ ბაყაყები მაინც ყიყინებენ.
კომენტარები