ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“დარწმუნებული ვარ, რომ ამ “ცეცხლოვანი მოკითხვის” წაკითხვისთანავე ყველა ნორმალურ ადამიანს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში ერთი და იგივე აზრი გაუელვებს თავში – რა ამის ტ@@აკის საქმეა ქართველი ხალხი რა შეფასებას გააკეთებს?
მაგრამ თუ გასაქცევს ეძებს უკრაინიდან და იმედი აქვს, რომ “ხელისუფლებაში დაბრუნებული” ნაცები შეიფარებენ, ძალიან ცდება.
ცდება იმიტომ, რომ არ არსებობს მათი მობრუნება. არ არსებობს საქართველოს ისევ მკვლელების და მოძალადეების ხელში ჩაგდების შანსი.
დანარჩენი მსჯელობა არ ღირს. ყველაფერი ნათელია.”
შეგახსენებთ, არესტოვიჩმა განაცხადა:
“უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა.”
კომენტარები