სოციალურ ქსელში, ჯგუფის “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, ადმინისტრატორი, ნინო ჟვანია, წერს:
“ბოდიში, მეორე დღეა ვერ ვიცლი პოსტები დავდო ჯგუფში, ხვალიდან ყველას დავდებ, მაგრამ დღეს ერთი რამ მინდა გითხრათ:
თუ გინდათ ნორმალური ჯანდაცვის სისტემა, უნივერსიტეტებში ევროპული დონის სწავლა, ევროპული დონის საზ.ტრანსპორტი, შრომის უფლებების დაცვა და კანონი რომლითაც ვერც სამსახურიდან დაგითხოვენ მოულოდნელად, არც უხელფასოდ გამუშავებენ გამოსაცდელი ვადით და მერე უარს გეტყვიან, არც თმიანი პური და დაობებული იოგურტი შეგხვდეთ მარკეტში, არც საკვებმა მოგწამლოთ, არც ბოში მეგონა გამოვიწერე და ბროში მომიტანესო, მოკლედ თუ გინდათ ამ ჯგუფში დასაწერი არაფერი გქონდეთ და ეს ჯგუფი საჭირო აღარ იყოს და გაქრეს – მოდით დღეს 8 საათზე რუსთაველზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, რომ გინდათ ევროპული ხარისხის ცხოვრება და ქვეყანა.
თუ არა და კიდევ ბევრი წელი მოგიწევთ აქ პოსტვა და წუწუნი”
კომენტარები