ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონი, მთავარ არხთან საუბრისას, ამბობს:
“მხოლოდ ბირთვულ საფრთხეზე არ არის საუბარი. ყოველი სიცოცხლე, რომელიც იკარგება რუსული ტყვიით, რაკეტით ან ბომბით, არის შეუფასებელი. რაც უკრაინაში ხდება, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ეს არის სამხედრო დანაშაული. ყველა, ვინც დამნაშავეა, სასამართლოს წინაშე იჯდება ადრე თუ გვიან. ახლა თუ მხოლოდ ეკონომიკურ საფასურს იხდიან, შემდეგ სრული საფასურის გადახდა მოუწევთ. გარდა ამისა, პასუხისგება მოუწევს მათაც, ვინც ცდილობს ამ სამხედრო დანაშაულებისგან სარგებელი მიიღოს, ყოველ შემთხვევაში, მათი ქმედებები სათანადოდ შეფასდება საერთაშორისო არენაზე.
ეს არის პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყურადღებით დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, რათა დავინახოთ, რომელ მხარეს დგანან ისინი. არიან ისინი უკრაინის მხარეს, რომლებიც ყველას, მათ შორის ლიეტუვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, თუ ცდილობენ, რომ ეკონომიკური სარგებელი მიიღონ ამ ომისგან, რაც, ჩემი აზრით, აღმაშფოთებელია.
ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ საფასურს იხდის. ერთმა ექსპერტმა კარგად თქვა, რას წარმოადგენს რუსეთი ბოლო 30 წლის შემდეგ. ეს არის პატარა “იზბუშკა”, რომელიც აღჭურვილია დასავლური ტექნოლოგიებით და ახლა ეს ტექნოლოგიები მოვაშორეთ. ასე რომ, თუ გინდათ იცხოვროთ ამ ძველ ქოხთან ერთად და თან სარგებელი მიიღოთ უკრაინელების სისხლისგან, თქვენი ნებაა. უბრალოდ, შემდეგ არავინ გცემთ პატივს მსოფლიოში, ჩინელი და რუსი დიქტატორების გარდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მალე გაიღვიძებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა დემოკრატიისთვის.”
კომენტარები