ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, დღეს, მედიასთან, პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით ისაუბრა:
“თუ დავინახე, რომ ოპოზიცია ასე რუსეთისკენ მიგვათრევს, სხვა ძალებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ, მეორე ადგილზეც ვეღარ გავლენ.
ვის დავუჭერთ მხარს? ვის ვგულისხმობ ნახავთ. ისეთები იქნებიან გაიმარჯვებენ, ნახავთ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალონ ხმები. თუ არ მოისვენებენ მიიღებენ მაგას, იმიტომ რომ ძალიან აურიეს ქვეყანა. ვის რა გაუკეთებია, რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ თუ 2008- ში არ გარბოდნენ ქვეყნიდან? რაც ერი ვართ, იმას ვირჩევთ ხოლმე. რაც შეეხება გახარიას, გიორგი გახარია ჩემთვის არ არის მესამე ძალა. მითხარით დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს არ უნდა მოვიდეს. შეიძლება “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კონკურენტი გახდეს. დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. 200 ათას ლაიქს ვინც უკეთებდა, კარგად ნახეთ, ზურგს უკან ვინ ედგა,”
კომენტარები