თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, საკომენდანტო საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება შიდა გადაცემის პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ამ პროცესებს და უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე რთულია საუბარი. თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, საკომენდანტო საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება. ისევ და ისევ იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები