მოძრაობა “აი იას” დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ მედიასთან გაკეთებული განცხადებისას მიმართა ხელისუფლებას კითხვით, როცა იმაზე ისაუბრა, რომ საქართველოში ამერიკელი პიტერ აკერმანი იყო ჩამოსული, რომელმაც, მისივე ინფორმაციით, ოპოზიციას ტრენინგი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება.
“მინდა, ხელისუფლებას დავუსვა კითხვა და პრეტენზია გამოვთქვა – თქვენ თუ იცოდით, რომ ასეთი პიროვნება ჩამოდიოდა საქართველოში, რატომ არ აღკვეთეთ მისი ჩამოსვლა, რატომ შემოუშვით და რატომ მიეცით იმის უფლება, რომ ეწარმოებინა ასეთი ტრენინგები ბაკურიანში? საქართველოში არაფერი არ იმალება და ყველამ კარგად ვიცით, რაზეც იყო იქ ლაპარაკი და რაც განიხილებოდა.”
კომენტარები