მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:
“ბობ დილანის ლეგენდარული სიმღერა Masters of War – რომელიც დღეს პირველ რიგში პუტინს ეხება – რომელიც დღეს თვითონ წარმოადგენს მთელს სამხედრო ინდუსტრიულ ომის მანქანას და ძალმომრეობის კულტს. დღეს ზევსის პირველი განსახიერება პუტინია. ცხადია, ყველა ერს ჰყავს თავისი დიქტატორი სხვადასხვა დროს. მაგრამ, დღეს თუ კაცობრიობა ომის და ძალმომრეობის გზას – ანუ პუტინის გზას – არ შეცვლის – და მშვიდობის და თავისუფლების პარადიგმაზე არ გადავა – ჩვენ უეჭველი დაღუპვისაკენ მივექანებით.
დილანის ამ სიმღერას ამ ახალ კლიპში ბილი ტალენტი ასრულებს.
ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ სასწრაფოდ შეწყდეს ეს სისხლისმღვრელი ომი.
თავისუფლება და მშვიდობა უკრაინას!”
კომენტარები