საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია:
“მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკნიდან, ისე, რომ სასამართლოში საზოგადოების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა, ისე, რომ სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა, მოუგო “ქართულ ოცნებას” არჩევნები, მოუგო ბიძინა ივანიშვილს არჩევნები და დღეს არის მთავარი ამოცანა, რომ ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ოფიციალურად გაიფორმოს. შესაბამისად, ყველა პროტესტი, ყველა მიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიტინგების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელია, საჭიროა, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თუ ხალხი იქნება აქტიური, თუ ხალხი ამ მოთხოვნებს მიჰყვება ბოლომდე და არ დაიღლება, და ქართველი ხალხი არ დაიღლება, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი”
მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უკვე გადაყვანილი უნდა იყოს.
კომენტარები