“ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე:
“ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი გრაფიკი, რასაც ხალხი მოითხოვს. თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა აქციებზე, არ ჩატარდება. თუ იქნება მთავრობის ცვლილების მოთხოვნა, შეიცვლება მთავრობა, რასაც ხალხი ითხოვს, ის უნდა მოხდეს. სხვანაირად ან რუსეთში ან ბელარუსში აღმოვჩნდებით.
ვთვლი, რომ მანდატები არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მანდატი არის საშუალება, რომ ადგილზე ვიბრძოლოთ, ადგილზე შევქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი, იმ ფორმებით, რომელიც დისკუსირებული იქნება იმ ადამიანებთან, ვისაც ეს მანდატები გააჩნიათ.
ადამიანებმა მისცეს მანდატები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან მმართველობით რგოლში და მე ვთხოვდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მანდატებს ჩააბარებდნენ.
მანდატის ჩაბარება არის 1-საათიანი ემოციური ბოლის გამოშვების ქმედება, რომელსაც შედეგი არ მოყვება. თუმცა, ეფექტურ ბოიკოტის ქმედებებზე შეიძლება შეთანხმება. უნდა მივიღოთ ისეთი ფორმა, რომელიც შედეგის მომტანი იქნება.
იმედი მაქვს მასშტაბური აქციების საჭიროება არ გახდება და გვეყოფა ისეთი შეკრებები, რომელიც იმართება. ჩვენი მიზანია, მოკლე დროში შედეგის მიღწევა”.
კომენტარები