“გირჩის” წევრი ჰერმან საბო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს:
“მინდა “გირჩის” სახელით სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საქმე პოლიტიკურია. ერთი ფაქტორი არის ის, რომ ეს საქმე 10 წლის მერე გაახსენდა “ქართულ ოცნებას”, თვითონ საქმის მსვლელობისას კი ვნახეთ, რომ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული.
ასე რომ, მინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ და იმის მიუხედავად, რომ სასამართლო ქვეყანაში დღეს არ გვაქვს, იმედი მაქვს, სასამართლო მოიქცევა ისე, როგორც მას ეკადრება. ხოლო თუ ხაზარაძე-ჯაფარიძეს გაამტყუნებენ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მათ მყისიერად შეიწყალებს.”
ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.
კომენტარები