დეკანოზი ილია ჭიღლაძე ჰააგის გადაწყვეტილებაზე:
„ერთი გლობალურად და საქართველოსთვისაც უდიდესი მნიშვნელობის სასიკეთო აქტი კი მოხდა დღეს მსოფლიოში: ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემა. დღეიდან პუტინი მსოფლიოს მიერ სისხლისამართლებრივ დევნაში მყოფი კრიმინალი პაცანაა. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ უცებ ფიზიკურად ვერავინ დაიჭერს, მაგრამ ეგ დროც დადგება უახლოეს ერთ-ორ წელში, თუ მანამდე არ მოკლეს/არ მოკვდა, ჰუსეინის ბედი გარანტირებული აქვს ამ სისხლისმსმელ მკვლელს და დედამიწის კიბოს. მისი მხარდამჭერებიც გასამართლდებიან, მათ შორის ვაი ქართველები. ჯერ მხოლოდ დასაწყისია ამ საუკუნის დიდი ამბისა!“
კომენტარები