პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, “ტვ პირველთან” ამბობს:
“პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ეს არ იყო მოულოდნელი. დღეს რომ ეს არ ეთქვათ, დარწმუნებული ვარ, ანალოგიურად მოიქცეოდნენ, თუკი 43 პროცენტს ვერ აიღებდნენ. მათ დღეს დაარქვეს სახელი იმას, რასაც უკვე სჩადიან. ეს შეთანხმება დიდი ხანია დაარღვია მმართველმა პარტიამ, როცა საარჩევნო კოდექსი ფორმალურად შეცვალა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდა კონსესუსის წესით და როდესაც, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინათ მოსამართლეების არჩევა, აირჩიეს. მათ დღეს სახელი დაარქვეს იმას, რასაც აკეთებენ.
იმედი არ აქვთ, რომ 43 პროცენტს აიღებენ და მეორე – ამომრჩევლის მოსვლისასც ეშინიათ, მე ეგ საფრთხეც დავინახე. ამ არჩევნებს პოლიტიკური წონა შესძინა იმან, რომ ამ არჩევნებით ვადამდელი უნდა დაინიშნოს, მოტივაციას კლავს როცა წინასწარ ეუბნება მმართველი პარტია ხალხს, რომც მოხვიდეთ და რომც წავაგოთ, არ დავნიშნავთ ვადამდელ არჩევნებს.
საზოგადოებას იწვევენ, ხალხს აბუჩად იგდებენ. მინდა, საზოგადოებას მივმართო, იმდენს გაბედავს ხელისუფლება, რამდენსაც გააბედინებ. რა უნდა გიღირდეს იმად, რომ საკუთარ სიტყვას დაუკარგო ფასი. ტალახს ისხამენ თავზე. ეს ხომ არ არის ოპოზიციასთან დადებული პირობა? საკუთარ სიტყვას ფასს არ ადებს არც ივანიშვილი, არც კობახიძე, არც პრემიერმა, კრებსითად ხელისუფლება. თუი ისინი საკუთარ იმიჯს არ უფრთხილდებიან, ქვეყანას გაუფრთხილდებიან?
რა ესაქმება ახლა იმ პარლამენტში ოპოზიციას? იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია სჭირდებოდა ოცნებას, ამ დოკუმენტით შეიტყუეს ოპოზიცია და მესმის ოპოზიციისაც, ეს იყო პარტნიორებთან ერთად დადებული კონტრაქტი. ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსული სცენარისკენ მიმავალი ყმაწვილები შეაჩეროს, ეს არის საზოგადოების რეაქცია. ისევ მარტო უნდა დარჩნენ პარლამენტში, თუმცა, ახლა აღარც იქნება საპარლამენტო მუშაობა, ყველაფერი გააკეთეს რაც უნდოდათ. თავის ჭკუით გამოიყენეს ოპოზიცია, მაგრამ საბოლოოდ, აქ მარცხდება ის ვინც საკუთარ სიტყვას არ სცემს პატივს. დღეს გეუბნება ამას გავაკეთებ და ხვალ გეუბნება – უი, მოგატყუე.
ორ თვეში არჩევნებია, ყველაფრის ღირსი ვიქნებით თუ ასეთ ვითარებაში “ქართულ ოცნებას” მიხვალ და მისცემ ხმას. არ მოგწონს ნაციონალური მოძრაობა? სხვას მიეცი ხმა . ეს არის რევოლუციური სცენარი, რომლისკენაც ქართული ოცნება მოუწოდებს ხალხს, მოდი, აბა, ჩამომაგდე… უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე, ისე როგორც 2012 წელს აიღო ხალხმა ძალაუფლება ხელში. კობახიძეს ხმა როგორ უნდა მისცე? მდინარაძეს ხმა როგორ უნდა მისცე? თუ ამ გაყალბების მასშტაბზე წავა ხელისუფლება, მერე პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ არ აქვს ლეგიტიმაცია ესეთ არჩევნებს და წერტილი.”
კომენტარები