დიპლომატი მამუკა გამყრელიძე სოცალურ ქსელში წერს:
„1. არა თუ ადამიანს, ცხოველსაც კი აქვს უნარი დაინახოს, შეადაროს და გაარჩიოს კარგი და ცუდი. ადამიანს უნდა შეეძლოს ამის ვერბალურად გამოხატვაც. თუ ის ამას არ აკეთებს ან იდიოტია ან მიკერძოებული;
2. სანამ დასკვნების გამოტანას დაიწყებს, ადამიანს უნდა შეეძლოს ტექსტის ან მოვლენის მთლიანად მოსმენა და დანახვა. შემდეგ შეფასება და ბოლოს დასკვნის გამოტანა. ფრაგმენტირებულ ხედვას მცდარ დასკვნებამდე მიყავხარ;
3. და მთავარი ! ათასჯერ ნათქვამი და განმეორებული. ადამიანებს “სახელმწიფო მოხელე” იმიტომ ჰქვიათ, რომ ემსახურებიან სა-ხელ-მწი-ფოს ! არა პარტიას, არა მის ბელადს, არა კუტოკს, არა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობას, არამედ სახელმწიფოს. ეს არის უზარმაზარი პატივი და ამავე დროს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვალდებულება და შრომა.
ვიდრე ქართველები არ მივხვდებით, რომ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების თუ გემოვნებისა უნდა ვემსახუროთ მხოლოდ სახელმწიფოს, ვერასდროს წინ ვერ წავალთ.
სანამ არ დავიწყებთ სხვისი ცუდის და კარგის, თუნდაც სულ მცირე კარგის დანახვას და შედარებას, ვერც თავად გავაკეთებთ რამეს ხეირიანად.
თუ მხოლოდ სტატიების სათაურებით ვიმსჯელებთ, ნათქვამს თავიდან ბოლომდე არ მოვუსმენთ ან გარეგნობის მიხედვით შევაფასებთ, ვივლით მუდამ ბინდში და სინათლეზე ვერ გამოვალთ.
პოლარიზების დასრულება გვინდა და არც ერთ მხარეს ერთმანეთის მოსმენა არ სურს. გაგებაზე აღარც არის ლაპარაკი…“
კომენტარები