სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს მიღებას შეწყვეტს, მისი რეაბილიტაციის პროცესი გაუარესდება.
გიორგი გრიგოლია:
“მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად არ იკვებება, ამას სჭირდება დრო, რომ გადავიდეს საკვების იმ რაოდენობაზე, რაც მისი ორგანიზმისთვისაა საჭირო, ამიტომ მედიკამენტების მიღება არის აუცილებელი. თუ ის შეწყვეტს მედიკამენტების მიღებას, რა თქმა უნდა, გაუარესდება რეაბილიტაციის პროცესი და შეიძლება, თავიდან დაიწყოს ის ცვლილებები, რაც მას კვების შეწყვეტის დაწყების წინ ჰქონდა”, – თქვა გრიგოლიამ.
ბოლო რამდენიმე დღეა პარლამენტის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვერ ახერხებენ. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს და ამაზე მას “მკაფიო პოზიცია” აქვს.
კომენტარები