პარლამენტარი ვახო მეგრელიშვილი ფემიციდზე:
„ადამიანები, მიუხედავად სქესისა, საკუთარ ქმედებებზე თავად არიან პასუხისმგებლები თანაბრად, ანუ კაცს მოკლავენ თუ ქალს მოკლავენ, ჩემთვის ორივე ადამიანის მკვლელობაა. ის გარჩევა, რომ ქალებს კლავენ და კაცებს არა, არ მგონია სწორი საერთოდ. მგონია, რომ კანონმდებლობა, რომელიც ვითომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გვაქვს მიღებული, პირიქით გვიფუჭებს საქმეს.
რეალურად, გარკვეული თვალსაზრისით, მთავარი ამბავი არის ის, რომ თითქოს საზოგადოებამ დავიკავეთ რაღაც პოზიცია, რომლის მიხედვითაც ადამიანების ერთი ჯგუფი გავხადეთ პასუხისმგებელი ადამიანების მერე ჯგუფის ჩაგვრაზე, რაც სწორი არ არის. შეიძლება, ერთმა ადამიანმა მეორე დაჩაგროს, მაგრამ ჯგუფები ერთმანეთს არ ჩაგრავენ. მაგალითად, მე ვერანაირად ვერ ვიქნები ვინმე ქალის ჩაგვრაზე პასუხისმგებელი ინდივიდუალურად. რომ წარმოადგინოთ სტატისტიკა, რამდენი ქალი და კაცია დაღუპული.
გასაუქმებელია ეგ კანონმდებლობა, რომელიც რამე ფორმით გამოყოფს ადამიანების ჯგუფებს და მათ განსხვავებულ უფლებებს ანიჭებს. თუ ადამიანი მოკვდება, მიუხედავად მისი სქესისა, მისი მკვლელი უნდა დაისაჯოს ერთნაირად, მიუხედავად მისი სქესისა. სისხლის სამართლის კოდექსი ხომ დაგვრჩება, სისხლის სამართლის კოდექსში მკვლელობა, ძალადობა ხომ დასჯადია ნებისმიერი სიმძიმის? რითი არ გაკმაყოფილებთ? თუ მკვლელობები გაღელვებთ, კაცებს მეტს კლავენ, კაცებს რომ კლავენ, რატომ არ მირეკავთ?!“, – განაცხადა “პრაიმტაიმთან” მეგრელიშვილმა.
კომენტარები