• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებას, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება – ფიქრია ჩიხრაძე

ალია ავტორი - ალია
12:24 10-03-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

“ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოში აშშ- ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.  

დეგნანის განცხადებით, გულდასაწყვეტია ინფორმაცია იმ ინციდენტების შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელ საქართველოში ხდება. 

ჩიხრაძის თქმით, თუ ქვეყანაში არ დასტაბილურდება მდგომარეობა და როგორც მმართველი გუნდი, ისე პოლიტიკური პარტიები არ იზრუნებენ მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე, 2020 წლის არჩევნები არასამართლიან გარემოში ჩაივლის. 

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ ეუბნებიან  საქართველოს ხელისუფლებას,  რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს  თავისუფალ, სამართლიან გარემოში, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ქალბატონი კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება არის ამის ცხადი დასტური, რომელიც ეუბნება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებს, უნდა  გამოასხივონ განწყობა,  რომ არჩევნები იყოს ძალადობისგან თავისუფალი. დღევანდელი ხელისუფლება რას ასხივებს – ძალადობა განხორციელდა პოლიტიკურ წარმომადგენელზე, მათ შორის, “ლელოზე”. ჩვენ არ გვინახავს არცერთი გამოძიებული საქმე და დასჯილი ადამიანი, პირიქით. ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ  განცხადებებს აკეთებენ, რომ წამახალისებელ ეფექტს ახდენს მათ მომხრეებზე.  ვითარება არის ძალიან რთული და მათ თუ ყურად არ იღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები, რა თქმა უნდა, მძიმე ვითარება იქნება და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამრავლდება მსგავსი ქმედებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება,” – განაცხადა ჩიხრაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისფიქრია ჩიხრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved