ბიზნესმენი ჯონი გიგანი:
„ძალიან დიდი შანსები გაუშვა ხელიდან ოპოზიციამ, როცა მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდა!
გაყალბებული არჩევნების არაღიარებისთვის ქუჩაში უნდა გამოვსულვიყავით, მაგრამ ნიკანორ მელიამ თავისი განცხადებით არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა, რაც მთლიან ოპოზიციას ჰქონდა მიღწეული „ოცნებისთვის“ 43%-იანი ბარიერის გადალახვით. ამ ცუდი ნაბიჯით, მან გააცამტვერა მთლიანი ოპოზიციისა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ნაღვაწი.
სამაგიეროდ, „მწვანე შუქი“ აუნთო ივანიშვილის მზაკვრულ გეგმას.
ნიკანორ მელიას პოლიტიკური ნაბიჯები, ოპოზიციის შემდგომი სტაგნაციის მიზეზებია;
დღეს მოცემულობა ასეთია: ამ მელიას პოლიტიკური შეცდომების გამო, ივანიშვილს მიეცა საშუალება საქართველო ევრო ინტეგრაციის გარეშე დატოვოს, მესამე პრეზიდენტის განადგურებით. ქვეყანა შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე კარგავას ევროინტეგრაციის პერსპექტივას. მიღწევადი გახდა ოლიგარქების, ივანიშვილისა და პუტინის ჩანაფიქრი და სურვილი.
ვერ გამოვიხსენით ვერცერთი პოლიტიკური პატიმარი, რასაც 12 რეკომენდაცია ითხოვს; ვერ შევძელით სამართლებრივი სისტემის გათავისუფლება ოლიგარქ ივანიშვილის ერთპიროვნული კონტროლისგან;
ერის და ქვეყნის სამარცხვინოდ, პუტინის პირად პატიმარს მიხეილ სააკაშვილს ტუსაღობაში ვკლავთ!
მთელი ეს პასუხისმგებლობა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკანორ მელიას!
ჩვენს თვალწინ პოლიტიკური სიბეცით ჩაიარა ნიკანორ მელიას დაანონსებულმა „ცხელმა შემოდგომამ“!
მიღწეული შედეგებით კმაყოფილია პუტინის მეგობარი და თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილი! ასევე ქართული ოპოზიციის ძილ-ქუშით კმაყოფილია თავად ოკუპანტი პუტინი!
პოლიტიკა დაუნდობელია! თუ მორალიდან შორს დგახარ პოლიტიკისგან, როგორც ბოკერია და მელია, აუცილებლად ისე „მოგიხოცავენ“, როგორც დაიმსახურებ და რისი ღირსიც ხარ!
საბოლოოდ, პოლიტიკური კანონზომიერებით და ფილტრაციის „კანონით“ პოლიტიკურ „სანაგვეზე“ ვარდება ყველა პოლიტიკური თაღლითი!
ეს ხალხისთვის კარგია! პოლიტიკური ლუსტრაცია დასრულდა! ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის „გასაღები“ ახლა ხალხის ხელში გადავიდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
მელია სასწრაფოდ უნდა გადადგეს, ამაზე ნაცადმინმა და ნაცამომრჩეველმა უნდა იზრუნოთ. მოვიდა დრო მოქმედების, რაც ქვეყანას სჭირდება…!!! შორს ხალხის და მესამე პრეზიდენტის გამყიდველები!“
კომენტარები