ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ბელარუსი მეზობელ ქვეყნებთან ომის დაწყებას არ აპირებს.
მისივე თქმით, ბელარუსი უკრაინას პასუხს მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ ეს უკანასკნელი მის „პროვოცირებას“ მოახდენს.
„ჩვენ არ გვინდა ბრძოლა ლიეტუველებთან, პოლონელებთან, მით უმეტეს უკრაინელებთან. თუ მცდარ ნაბიჯებს არ გადადგამთ, მაშინ ომი არ იქნება. დღეს ჩვენი უკრაინელი მეზობლები შეშფოთებულნი არიან ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივი რეგიონალური დაჯგუფების განლაგების შეთანხმების გამო. ამაზე ჩვენი ერთი პასუხი გვაქვს: პროვოცირებას ნუ ახდენთ, თქვენთან ბრძოლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ხრენინმა.
კომენტარები