თენგიზ ცერცვაძე მოძრაობის “სირცხვილია” წევრს, ნოდარ რუხაძეს ბოდიშს უხდის.
იგი ამბობს, რომ თუ “ფეისბუქზე” გავრცელებული განცხადება, თითქოს სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე კორონავირუსის გავრცელებას “ძალიან კარგს უწოდებს, რადგან ძირითადად 70 წლის ადამიანებს კლავს”, ყალბი ინფორმაციაა, მზად არის, ბოდიშიც მოიხადოს.
“მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ ე.წ ფეიკ ნიუსი იყო, ამაში დარწმუნებული არ ვარ. ნეტა, თუ ნამდვილად ფეიკ ნიუსია. მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ახალგაზრდა ასე წერს და თუ ეს ფეიკ ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით წავალ აქედან. და ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას მიადგა აქედან, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. თუ სიმართლე არ არის, მე მას ბოდიშს მოვუხდიდი”, – თქვა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა ყალბმა გერდმა „სირცხვილის კორიდორი“ გაავრცელა ციტატა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსი ცუდი არ არის, რადგან იგი მოხუცებს ემართებათ და ამით მოხდება თაობათა ცვლა. გვერდმა აღნიშნული ფრაზა, სამოქალაქო აქტივისტ ნოდარ რუხაძეს მიაწერა.
სწორედ აღნიშნული ციტატაზე ისაუბრა თენგიზ ცერცვაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში და თქვა, რომ ზუსტად რუხაძისნაირი ახალგარდები ამბობენ ასეთ საშინელ რაღაცეებს.
კომენტარები