“გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ ადეკვატური უწოდა „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრის. ლევან ბეჟაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შესაძლოა კომიტეტების ფარგლებში შექმნილი ჯგუფების მუშაობაში ჩაერთონ.
“ლევან ბეჟაშვილის განცხადება ადეკვატურია, ხელისუფლებას სიტუაციის რადიკალიზაციის საშუალება არ უნდა მისცეს.
თუ ისინი ამას შეასრულებენ, „ქართულ ოცნებას“ საფუძველი ეცლება თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ა.შ. შეიძლება დარჩეს „ლელო“ და ვაშაძე, რომელიც დესტრუქციულია, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. 12-პუნქტიან გეგმაზე პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეს ერთად უნდა გააკეთოს. შესაბამისად, 12-პუნქტიან გეგმაზე ოპოზიციის მარტო მუშაობას, ჩემი აზრით, შინაარსი არ გააჩნია,“ – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობაში” არ გამორიცხავს, რომ პარტიამ პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით “ქართული ოცნების” მხრიდან პროცესის ჩიხში შეყვანა გამოირიცხება.
ცნობისთვის, “ქართული ოცნებამ” ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12- პუნქტიანი პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შექმნა. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდა მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.
კომენტარები