თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:
“თუ დღეს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მერე, კიდევ ვინმეს სჭირდება სამძიმრის თქმა და გვერდით დგომაა, ეს არის კახა კალაძე. ის ამ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ეს იმ ქალაქში მოხდა, სადაც ის არის არჩეული მერი
თუ გამოძიება დაადგენს, რომ მათ შორის მერიის თანამშრომლების მხრიდან გულგრილობას ჰქონდა ადგილი ან ვინმემ არასათანადოდ შეასრულა თავისი მოვალეობა, რა თქმა უნდა მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. არავის ეგონოს, რომ ან კახა კალაძე, ან ვინმე რაიმე თანამდებობას უფრთხილდება, მით უმეტეს ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე.”
კომენტარები