ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა:
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინია, რომ შეთანხმებაში მიღწეული შესაბამისი სამოქმედო ნაბიჯები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაიდგმება. „ლელოს“ პარტიის წარმომადგენლობიდან მხოლოდ მამუკა ხაზარაძე ტოვებს პარლამენტს, ყოველ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობაა დღეს. თუ ბოიკოტს აცხადებს ოპოზიცია, ეს ცხადია საკრებულოებსაც უნდა შეეხოს და საკრებულოში წარმომადგენლობაზეც ოპოზიციამ ასევე უარი უნდა თქვას და მაშინ პოლიტიკურად გასაგები იქნება ეს ნაბიჯი“
კომენტარები