საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპაუშვილმა სააგენტო “2020NEWS“-ს იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე, “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის TIK –TOK-ზე ცეკვასა და საზოგადოების უკმაყოფილებას ეხებოდა.
“მათ რამე კანონი დაარღვიეს?! თუ იმათ (გულისხმობს ოპოზიცის) ქვეყნის დაქცევის უფლება ჰქონდათ, მამა-შვილის გართობის უფლება არ აქვს?!
ამ ვიდეოში ცუდი ვერაფერი დავინახე. იქ მამა-შვილის ოჯახური, თბილი ურთიერთობაა ასახული. ვიდეოში ისეთი რამე, რომ ეკრანს თვალი მოარიდო, შეგრცხვეს და გაწითლდე, რა არის?! მგონი, – არაფერი.
პანდემიის ფონზე, შეიძლება, ოპოზიცია იმას აკეთებდეს, რა ამბავიც ამ ტესტებთან და კრიზისთან დაკავშირებით ჰქონდათ ატეხილი?! როგორ ვერ ხვდებიან, რომ კორონავირუსი მსოფლიო პრობლემაა!
იმის ნაცვლად, რომ თავის ქვეყანას გაჭირვების დროს გვერდზე დაუდგნენ, ბოროტული, ლაზღანდარული, აღვირახსნილი კითხვები და ზრახვები აქვთ.
შენ ბოროტების ჩადენის უფლება გაქვს და ადამიანს პოზიტიური ვიდეოს დადების – არა?!
ხალხი დაძაბულია. ქვეყანა ღმერთისა და ნიჭის წყალობით გადის ფონს. ეს შენთვის მნიშვნელოვანი თუ არ არის, რა ჯანდაბა გინდა ამ ქვეყანაში?! გზა გახსნილია და წადი, სადაც გინდა“
კომენტარები