„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„ჩვენ არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, რადგან ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან ვალდებულება გვაქვს აღებული. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის იგივე, ნიკა მელიას გათავისუფლება, ის უნდა წარმოადგენდეს ჩვენს პარტიას მოლაპარაკების მაგიდაზე. უნდა ვისაუბროთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ვადამდელ არჩევნებზე, ხელისუფლების გადაბარებაზე მშვიდობიანად, რომ ეს ბანდიტური კრიმინალური ორგანიზაცია ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას. დაისვა საკითხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი, გამოძიება უნდა იყოს დაინტერესებული. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს პოლიტიკური ფიგურა, რადგან ღარიბაშვილი არის სრულად მიუღებელი. ყველზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, მათ მივცეთ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც დატოვა მიშელმა აუცილებლად შესრულდება, შესრულდება ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლებით და ვადამდელი არჩევნებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გავაგრძელებთ მუშაობას.
თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე კონკრეტული წინადადებით ვადამდელ არჩევნებთან და პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების, ნიკა მელიას საკითხით, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას და ეს იქნება პასუხი საქართველოს მოქალაქეების ხელისუფლებისადმი, რომელიც არის თავგასული კრიმინალური აქტის დამგეგმავი“
კომენტარები