გურამ ანსიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს იმ უჯიშოების, პგ დდმ პარტიების წევრების საყურადღებოდ, ვისთვისაც სულერთია, დღეს ქართველები ვიქნებოდით თუ აღა მახმად ხანის შთამომავალნი და იმათთვისაც ვისაც ეკლესია მხოლოდ ხმების მოსაქუჩებელ და წელიწადში ერთორჯერ თქვენ სიგრძე სანთლების დასანთებ ადგილად მიგაჩნიათ : ეკლესიას დედა ეკლესია უწოდა ქართველმა ხალხმა იმისათვის, რომ საუკუნეების განმავლობაში ედგა ბურჯად ქვეყანას, რომ არ გადაშენებულ-გადაჯიშებულიყო, თუმცა ბოლომდე ეტყობა ვერ შეძლო ამ მისიის შესრულება, ვინაიდან დღეს უამრავი გადაგვარებული გამოჩნდა ვინც იმ ტოტს მოუნდომა მოჭრა, რომელზეც ავად თუ კარგად დღემდე ვსხედვართ, გაპარსვის და დაფინანსების შეწყვეტის სურვილი გაამჟღავნეს თავად გადაპარსულებმა პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, თუ ამათ გაპარსვა მაშინ თქვენ რა? პასუხი არცერთი მკითხველის ბაგიდან არ დააყოვნებს. კომუნისტების დროს თქვენ თუ არა თქვენი მშობლები იპარავდნენ, ზვიადის სისხლში ხელები გაისვარეთ, 400 მლ ბიჯეტიდანაც იპარავდით, 8- 12 მილიარდიანიდან უფრო უკეთ. ქვეყნის საქმეებში ნუ ერევიანო, უნამუსოდ გაიძახიათ, ომის ველიდან ცხედრებს ეკლესია ეზიდებოდა, თქვენ ნაომარზეც ფულს მაშინაც აკეთებდით და დღესაც.
დიახ ეკუთვნის დაფინანსება ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წესრიგში არაა, დიახ ეკუთვნის ქვეყნისა და ერის წინაშე დამსახურებისათვის. თუ პარლამენტარს ეკუთვნის სამიდღემჩიო განსაკუთრებული პენსია, თუ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის ნგრევისათვის ეკუთვნით დაფინანსება ბიუჯეტიდან, მაშინ ეკლესიას ქვეყნისა და ერის წინაშე ღვაწლისათვის მეტიც ეკუთვნის, რაც გინდა დაარქვით გინდ დაფინანსება გინდაც პენსია.
ხოდა ამ გახსენებაზე ეკლესიას ძალუძს სწორედაც გამოარჩიოს ერის შვილები და დაუდგეს გვერდზე, რათა დამთავრდეს ეს ვაკხანალია და სატანების ზეიმი, ერთხელ და სამუდამოდ.
არცერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს პარტიების დასაფინანსებლად, სახელმწიფომ თვითონ უზრუნველყოს უნდა მინიმალური დანახარჯებით აუცილებელი საარჩევნო პროცედურები..
შეწყდეს ამდენი უსაქმური ნადეპუტატარზე პენსის გაცემა.
პარლამენტი შემცირდეს 75 წევრამდე.
ყველას მოეკითხოს ჯერ ერში და მერე ბერში, მერე გამოჩნდება ამ ქვეყანას ვინ რა არგო, თორემ ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არაო..
და კიდევ ვინც ქარს დასთესავს ქარიშხალს მოიმკისო, უთქვამს ბრძენს ქართულად..
რწმენაში არცთუ ისეთი კაცის სმაილი..”
კომენტარები