ნინო ჭყონია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მთავრობისგან გზავნილი მომივიდა: კოვიდი მატულობს და საუკეთესო დაცვა პირბადეაო! თქვე მამაცხონებულებო, ამდენია ხანია, ამას ამბობთ, ჩვენთან ხალხი კი ვერ ყიდულობს და ხშირად ვერ იცვლის პირბადეებს, ჭუჭყიანებით დადიან, თუკი ასეთი მნიშვნელოვანია ეს თქვენი პირბადე, რატომ არ გამოეცით რეგულაცია, რომ ხალხს უფასო პირბადეები მისცენ ყველგან, პირველ რიგში, აფთიაქებში, სასურსათოებში, სხვაგანაც, სასურველია, ყველგან! ! კლინიკებში არ ვიცი, როგორაა, მეტროში ყოფილა და ასე უნდა იყოს ყველგან! ახალი, ერთჯერადი, სუფთა პირბადეები დაგვიცავს მხოლოდ, თუკი იცავს და არა მრავალჯერ ნახმარი, ჭუჭყიანი, როგორც უკეთიათ! ეს კარგად იციან თქვენმა ექიმებმა და რატომ არ შემოიღეთ ეს წესი თავიდანვე, თუ ასეთი მნიშხვნელოვანია პირბადე და ერთადერთი დაცვაა? თუ ეს აგვაშორებდა ამდენ წვალებას, ამდენ ავადმყოფობას, რატომ არ დაიწყეთ ყველაფერი ძირიდან, უფასო პირბადეებით? რას ემსახურება ეს ყველაფერი? დადეთ უფასო პირბადეები ყველგან, არჩევნებზეც, რა თქმა უნდა, ეს იქნება ხალხის დაცვა და არა ტირილი ვირუსზე და დაპანიკება-დაჯარიმება!!!
P.S. წესით ის რეგულაციაც წლების წინ უნდა აგამოგეშვათ, რომ ყველა აფთიაქში და კლინიკაში იყოს სენსორული კარი, რომ არ შევეხოთ, ახლა კი არ გაჩენილა ვირუსები, იყო და იქნება! პრევენციას არ აკეთებთ სწორად თავიდან ამ ყველაფრის, არადა შეგიძლიათ მარტივად, მერე რას უშველის კლასტერების თვლა, ძირიდან დაიწყეთ, ძირიდან! სენსორული კარები და უფასო პირბადეები!!!”
კომენტარები