ბესიკ თამლიანი, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილებით კვლავ პატიმრობაში რჩება. გადწყვეტილება 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა და დაუმორჩილებლობა. რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“თუ ყაჩაღების ხელისუფლება, ციხეში ჩატოვებს გაუტეხელ ბესო თამლიანს, ჩემი აზრით ყოველგვარი შეთანხმება აზრს კარგავს. შეთანხმების ძირითადი აზრი არა შემდეგ პარლამენტში ადგილების გადანაწილებაშია, არამედ უდანაშაულო ადამიანების თუნდაც ნაწილის გამოხსნაში”
კომენტარები