საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
როგორ იმუშავებს ეს შეზღუდვა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს:
“თუ პირს არ უკეთია პირბადე, ამ შეთხვევაში პირი დაჯარიმდება მხოლოდ მაშინ, თუ ის ჯგუფურად არის 5 ადამიანთან ერთად და მას ან მის თანამოსაურებრეებს ამ პირობებში არ უკეთია პირბადე, თორემ თქვენ როდესაც ორნი გადაადგილდებით ქალაქში, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ეს სანქცირებას არ ექვემდებარება, მაგრამ თქვენივე უსაფრთხოებისთვის, უმჯობესია, პირბადით იმოძრაოთ”, – თქვა გაბუნიამ.
წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარი იქნება.
კომენტარები