ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გუშინ ,,რუსთავი 2”-ზე რეანიმაციაში მომზადებული სიუჟეტის გასვლას ასე უხმაურება:
ღიად უნდა დავწერო ბებერი ჟურნალისტის ანდერძი-თუ რამეა და კორონა არ ამცდა, არ გაბედოთ ჩემი ჩვენება ლაივში, როგორ ვწევარ რეანიმაციაში და როგორ ვკვდები. .მადლობა. დამდეგ აღდგომას გილოცავთ))
p.s-უნდა ჩავამატო,რადგან კომენტარებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ზოგმა ვერ გაიგო,რას ვწერ. ჩემს თავზე არ ვწერ,მეგობრებო,ვწერ იმაზე, რომ
სახის დაფარვის გარეშე ,რეანიმაციაში მყოფი პაციენტის ჩვენება არის წარმოუდგენელი რამ, თორემ კადრები,რა მძიმე დღეშია კორონავირუსით დაინფიცირებული ხალხი. აუცილებლად საჩვენებელია. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში . მე რომ პაციენტი ვიყო და აპარატზე მიერთებული მაჩვენონ ლაივში,ჩემი ნებართვის გარეშე,თუ გამოვჯანმრთელდებოდი ,აუცილებლად სასამართლოში წავიდოდი მერე.
კომენტარები