„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა:
„შეთანხმება თუ სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ.
ჩვენ კი არა, „ევროპულ საქართველოს“ ან მთელს ოპოზიციას, ქვეყანას სჭირდება ნორმალიზაცია, დამშვიდება და შინაარსით მწავე, მაგრამ ცივილიზებული წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც დამარცხდება ივანიშვილი. მაგრამ თუ შეთანხმების ჩაშლას აპირებენ, მაშინ ნუ მისცემენ ხმას ნურც იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვნახოთ რა მოხდება“
კომენტარები