სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“დღეს დიდი აჟოტაჟია მოლაპარაკების შედეგებზე ატეხილი, რატომღაც უკრაინის უკანდახევად არის მონათლული და პუტინის წარმატებად. განვიხილოთ და შევაფასოთ.
პირველი – მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და დიდი ალბათობით მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდებიან. უკრაინას არაფერი ჭირს საკაპიტულაციო, ხოლო რუსეთს ჯერ კიდევ აქვს სიტუაციის გამოსწორების იმედი.
მეორე – რა პირობები შეთავაზა უკრაინამ:
ნეიტრალიტეტი მყარი გარანტიით, ოღონდ Украина готова согласиться на внеблоковый статус неядерной страны при наличии четких и жестких гарантий от ряда стран. Это должно быть закреплено документально.
Предыдущий пункт (если договоренность о нем будет достигнута) фактически предусматривает, что на территории Украины не будут размещаться иностранные военные базы и военные контингенты. ანუ, არც ერთი რუსი ჯარისკაცი ან ბაზა ან ქვედანაყოფი არ იქნება უკრაინის ტერიტორიაზე (უკრაინის ტერიტორია არის 1991 წლის აღიარებულ საზღვრებში).
დავაზუსტებ – ნეიტრალიტეი ნიშნავს რუსეთის მხრიდან უკრაინის უპირობო დატოვებას;
შემდეგი პუნქტი: Переговоры о статусе Крыма и Севастополя будут идти в течение 15 лет, стороны отказываются от вооруженного способа решения этого вопроса; —
ანუ, რუსეთის ჯარი ვერ იქნება ვერც ყირიმში და ვერც სევასტოპოლში, ვერც უკრაინული, თუმცა იქნება მშვიდობა და საკითხის განხილვა გაიწელება 15 წელს (პუტინის მემკვიდრის მემკვიდრემდე),
დავაზუსტებ, ეს პუნქტი ნიშნავს ყირიმის ანექსიის შეჩერებას და უკრაინის მართვაში გადმოსვლას;
შემდეგი პუნქტი:
вопрос о статусе и судьбе районов, контролируемых так называемыми “народными республиками”, вынесен в отдельный пункт, его могут обсудить президенты двух стран на личной встрече; რუსეთის ქვედანაყოფებისგან დაცლილი (იხილეთ წინა პუნქტები) თვითმარქვია რესპუბლიკების აღიარება გაუქმებულია და მიდის საუბარი სტატუსზე (ავტონომიური ოლქი იქნება და თვითმართველი კულტურული ანკლავი),
დავაზუსტებ, ეს პუნქტი პირდაპირ გულისხმობს აღიარების უკან წაღებას რუსეთის მხრიდან.
თუ ამ ყველაფერს ერთიან კონტექსტში განვიხილავთ, უკრაინას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და რუსეთის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში ომისშემდგომი მდგომარეობა გაცილებით უკეთესი ექნება ვიდრე ომამდე. ეს მოცემულობა კი ომში გამარჯვებას ნიშნავს.
დავაზუსტებ, თუ რუსეთი ხელს მოაწერს ამ შეთანხმებას აღიარებს უკრაინის გამარჯვებას და საკუთარ მარცხს.
წყაროს ბმული:
კომენტარები