ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“დემენციაზე ასეთი პედალირება ადვოკატებისა და დაცვის მხარის ექიმებისა და ექსპერტების მიერ მესმის და თავს ვიკავებდი ამაზე რამე მეთქვა. მაგრამ რეალობას ხომ არა ერთი ჩვენი თანამოქალაქე ხედავს საკუთარ სახლში, ისმენს ახლობლებისგან, ვისაც დემენციის დიაგნოზიანი პაციენტი ჰყავს.
დემენციის განკურნების შანსი არ არსებობს, შესაძლოა პროცესის გარკვეული დროით შენელება.
ვისთვისაც უცნობია მას მაინც ვეტყვი დემენცია არის – შემეცნებითი ფუნქციების ნელი, პროგრესული დაქვეითება, მათ შორის: მეხსიერების, აზროვნების, განსჯისა და სწავლის უნარის.
ანუ, ამ დიაგნოზით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გარდაცვლილია. ვიმეორებ, დემენციის მკურნალობის არანაირი მეთოდი არ არსებობს მსოფლიოში, ის პროგრესირებს და მისი ალაგება შეუძლებელია.
ამ ფონზე, თუ დავუშვებთ, რომ სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილი ამ დაავადებისგან “განიკურნება” (!) მაშინ გადმოდის – ადვოკატებიც და ექიმ-ექსპერტებიც ტყუიან. და ეს “განკურნებული” მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი პოლიტიკური მკვლელობა იქნება.
ემპათია არსებობს ავადმყოფი ადამიანის მიმართ, მაგრამ არც ერთი მოქალაქე საკუთარ პოლიტიკურ ბედს დემენციის დაავადების მქონე პერსონას არ ჩააბარებს, ისევე როგორც არ დაიჯერებს რომ “განიკურნა”.
და თუ მაინც, ეს დაავადება მოხმობილია ტაქტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ჩათვალეთ, რომ სტრატეგია დაზიანებულია და უვარგისი.
ცალკე საკითხია ამ პროცესში ჩართული პერსონების რეპუტაციაც.
ანუ, “ვინ ესროლა ძერას?” კითხვა არც არის საჭირო, ხვდებით მგონი.
ახლა კომენტარებში ნუ მომაყრით – “რა, არ გჯერა ექსპერტებისა და ექიმების?”. არსად წერია, რომ არ მჯერა ან უნდა დავიჯერო. მე განვიხილე სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი, რომელიც ამ დიაგნოზმა მოკლა. ნურც იმას იკითხავთ პათეტიკურად – ვინ დამართა. ვინ და ციხიდან გამოსვლის არასწორმა სტრატეგიამ, რომელიც მისი გარემოცვის მიერ იყო წახალისებული. ეს ცალკე თემაა. მე ვწერდი “შეწყვიტეთ შიმშილობა” და “მადელაო”. მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში უსასტიკეს პირობებში და რეჟიმის დროს. ამიტომ, ეს კიდევ ცალკე სამსჯელო საკითხია და “დემენციის” ანუ სააკაშვილი სამომავლო პოლიტიკური მკვლელობის პრიზმაში განსახილველი ამ ფორმატში არ არის ნამდვილად. სამსჯელო, დიახაც, არის.”
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ექსპერტებმა და ექიმებმა მის ერთ ერთ დიაგნოზად დაასახელეს დაუზუსტებელი დემენცია და დემენციის სიმპტომების გამოვლენის ერთ–ერთ წყაროდ მოწამვლა დასახელდა, სიმპტომების აღმოსაფხვრელად კი ინტოქსიკაციის წინააღმდეგ მკურნალობა.
“ემპათიის” დამფუძნებელმა, მარიამ ჯიშკარიანმა პროცესზე განაცხადა:
“ამასთან, დაუზუსტებელი დემენცია რითია გამოწვეული, თუ დაადგენთ, ახლა ამოწურული იქნება პრობლემა და სააკაშვილს ვუმკურნალებდით. დაუზუსტებელი დემენცია, რითია გამოწვეული – ამ შემთხვევაში ინტოქსიკაცია დგას ალბათობის მაღალ კატეგორიაში. მაგალითად, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სხვა ქიმიური ნაერთებიც არის გამოსარიცხი. რომ დავაზუსტოთ, რითია გამოწვეული [დემენცია],გვჭირდება სრული ტოქსიკოლოგიური კვლევა, მათ შორის ქიმიური და რადიაქტიური ნაერთების“
კომენტარები