“ალიას” ესაუბრება იურისტი, ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი:
-ჰქონდა თუ არა ჟურნალიტს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის საუბრების ჩანაწერების გაშუქების უფლება და რა სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადადგას ახლა შესაბამისმა უწყებამ?
– ჟურნალისტს აქვს გაშუქების უფლება!
რაც შეეხება სამართლებრივ ნაბიჯებს, გამოძიების დაწყების საფუძველია, ინფორმაცია, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა. ამ დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ხანდაზმულობას, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა სახის დანაშაულია ჩადენილი. ამიტომ სტანდარტული საკითხია, გამოძიების ბარათის არსებობა. ამის შემდეგ, კონკრეტულმა გამომძიებელმა უნდა დაიბაროს ის პირები, რომლებიც, შესაძლოა, სავარაუდოდ ინფორმაციას ფლობდნენ, სავარაუდო დანაშაულის შესახებ. ამ შემთხვევაში დაბარებული უნდა იქნას სამი ფიგურანტი, ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. მათთან უნდა მოხდეს გამოკითხვის ოქმის შედგენა. ამის შემდეგ გამომძიებელს უფლება აქვს დაიბაროს ჟურნალისტები, თუ ისინი მზად არიან ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას. შემდეგ უნდა დადგინდეს სავარაუდო პირები, რომლების სახელი და გვარებიც ნახსენებია ფარულ ჩანაწერებში.
იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება მოიპოვებს, ფარული ჩანაწერების ორიგინალ ვერსიას, უნდა ჩანიშნოს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს, ხომ არ აქვს ადგილი მონტაჟს. გამოძიების დაწყება შესაძლოა 151-ე მუხლით – მუქარით, ძალადობით – 126-ე მუხლი და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით.
რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერები უკანონოა – თუ ჩაწერილია საუბარი იმ პირის მიერ, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს ან სახეზეა სავარაუდო დანაშაული, მაშინ ეს ჩანაწერი უკანონო არ არის.
ალია
კომენტარები