ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“პატივცემულო ადვოკატებო!
რასაც საქართველოს სამარცხვინო პროკურატურა ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან მიმართებაში აკეთებს, ეს არის ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება.ივანიშვილის ფეოდალური რეჟიმი გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის კოპირებაზე და დაიწყო ადვოკატების ინსტიტუციონალური დევნა.
კოლეგებო! არ უნდა დაუშვათ ჩვენი უფლებების შელახვა.
კოლეგებო! თუ პროკურატურა და მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო დააკანონებს ადვოკატისაგან კონფედენციულური ინფორმაციის ამოღებას, ადვოკატის პირად სივრცეში შეჭრას, ვერც ერთი ადვოკატი ვერ განახორციელებს კლიენტის დაცვას.
კოლეგებო! თუ პროკურატურა გონს არ მოეგება არცერთი ადვოკატი არ უნდა გავიდეთ სასამართლო პროცესებზე, ვინაიდან, ასეთი საშიში პრეცედენტის დანერგვა აზრს უკარგავს ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის განხორციელებას.”
კომენტარები