„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ვაზიანში აეროპორტის დაგეგმილ მშენებლობას ასე ეხმაურება:
„ვაზიანის ახალ აეროპორტზედ.
უპირველეს ყოვლისა მივესალმები ყველა დიდ თუ პატარა პირდაპირ ინვესტიციას, რომელიც საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის წინსვლას უწყობს ხელს.
მეორეც ის, რომ ჩემს უჭკუო და გაუნათლებელ თავს რავა შევადარებ ჩვენს ბრძენ ხელისუფლებას, მარაააა… მაინც გამიჩნდა ერთი-ორი კითხვა და მოკრძალებით მინდა ვიკითხო.
1. თბილისის არსებული აეროპორტი დღის განმავლობაში ძირითადად მოცდენილია და ტურისტების ამნაირ რა ტალღას ველოდებით, რომ ახალი დიდი აეროპორტის აუცილებლობა გაჩნდა ?
2. არსებულ აეროპორტის ტერიტორიას აქვს გაფართოების რესურსი და საფრენი ბილიკების დამატებაც შესაძლებელია. მაშ რატომ არ ვაფართოვებთ ? ეს ხომ უფრო იაფი იქნება ?
3. არსებული აეროპორტი თავისუფლების მოედნიდან მდებარეობს 16 კმ-ში. ვაზიანის აეროპორტი 25 კმ-ში. რატომ ვუგრძელებთ გზას სტუმრებს ?
4. ვაზიანის აეროპორტი სამხედრო დანიშნულების აეროპორტია, რომელსაც ნატოს წვრთნების დროსაც იყენებენ და მას ვაუქმებთ ?
5. თუ სამხედრო აეროპორტს არ ვაუქმებთ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ვშვებით ? გადაგვაქვს სხვაგან თუ იმავე ტერიტორიაზე ვტოვებთ ?
კი არ მაქვს იმედი, რომ ერთ უბრალო მოქალაქეს მთავრობიდან ვინმე მიპასუხებს, მაგრამ იმედია ვინმე ღვთისნიერი დეპუტატი დაუსვამს იგივე, ან უფრო აზრიან კითხვებს ჩვენს ხელმძღვანელობას.
მთავრობის ღრმა პატივისცემით
თქვენი მამუკა გამყრელიძე“
კომენტარები