“ევროპამ შექმნა სანქციების ჩიხი”. – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და Nord Stream-ის გათიშვაში დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა .
პუტიმნა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ნაკადის მიწოდება შეიძლება განახლდეს, როგორც კი რუსეთზე სანქციები შემსუბუქდება.
“მოგვცენ ტურბინები და ხვალვე ჩავრთავთ Nord Stream-ს, მაგრამ ისინი არაფერს გვაძლევენ”.- თქვა რუსეთის ლიდერმა ვლადივოსტოკში ეკონომიკურ ფორუმზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პირველად გამოეხმაურა Nord Stream-ის მეშვეობით გაზის მიწოდებას მას შემდეგ, რაც მთავარი გაზსადენი განუსაზღვრელი ვადით დაიხურა.
Gazprom-მა, Nord Stream-ის მეშვეობით, რუსეთიდან ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 3 დღით შეუჩერა, თუმცა ამ ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ გაზის მიწოდება არ აღდგებოდა.
კომენტარები