უკრაინის რადას დეპუტატი იური კამელჩუკი “მთავარ არხთან” საუბრისას, ამბობს
“საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე არაერთხელ მივმართეთ, თუმცა შესაბამისი პასუხი ვერ მივიღეთ.
მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის თხოვნით მიმართა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება უკრაინა, ევროპის რომელიმე ქვეყანა თუ შეერთებული შტატები. მთავარია მას შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პიროვნებაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა.
პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვა შეგვიძლია უკრაინის პარლამენტის განცხადებითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებით გავამყაროთ. რა მოხდება თუ საქართველოს მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს?! თუ საჭირო გახდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ, ასევე უკრაინა და მისი პარტნიორები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც მოვითხოვთ.
ვიმედოვნებ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა არ დაგვჭირდება. ძალიან მინდა საქართველოს მთავრობამ ეს გაიგოს და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს… როგორც ვხედავთ საქართველოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაჩერება სახიფათოა. ბევრს საუბრობენ მის მოწამვლაზე. აქედან გამომდინარე ის სხვა ქვეყანაში უნდა გადავიყვანოთ.
თუ “ქართული ოცნების” მთავრობას სურს, რომ მსოფლიომ საქართველო დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანად მიიღოს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ და სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადაიყვანონ.”
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები